|
2017-10-23 11:32:25, 2311 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოვა და გაერთიანებულ სამეფოსთან სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე ისაუბრებს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდება. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალურ ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში 24 ოქტომბერს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)