|
2017-10-22 17:26:27, 2336 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: აჭარის რეგიონში „ქართული ოცნება" უპირობო ლიდერია - მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისათვის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობისათვის მადლობას უხდის. პატარაძემ მილოცვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა: „21 ოქტომბერი - კიდევ ერთი გამარჯვების დღეა. მინდა მთელს საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა - "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" უპირობო ლიდერია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკეთეს მომავალს, სწრაფ განვითარებას, ძლიერ რეგიონსა და ძლიერ თვითმმართველობას. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ასეთი დიდი ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე მჯერა, რომ ჩვენი კანდიდატები ყველაფერს გააკეთებენ ამ ნდობის გამართლებისა და განმტკიცებისათვის! 21 ოქტომბრის არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი პარტიის გამარჯვება, ეს არის ქართული დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის კიდევ ერთი გამარჯვება. გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს! ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!", - ნათქვამია ზურაბ პატარაძის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)