|
2017-10-20 17:51:28, 2380 ნახვა
მსოფლიო
ერაყის და ქურთისტანის სამხედრო ძალებს შორის შეტაკება მოხდა
ერაყის და ქურთისტანის სამხედრო ძალებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეტაკება ქურთების მიერ კონტროლირებად პროვინცია კირკუკში მოხდა, სადაც ახლა ერაყის სამხედრო ძალები იმყოფებიან. მედიის ცნობით, სამხედროებმა რაკეტა, საარტილერიო და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. როგორც BBC იტყობინება, ერაყის არმიის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, არეულობის შიშით პროვინცია 100 ათასამდე ქურთმა დატოვა. ცნობისთვის, 16 ოქტომბერს ერაყის არმიამ ქურთების მიერ კონტროლირებად კირკუკის პროვინციაში ნავთობსაწარმოებსა და სამხედრო ბაზებზე ოპერაცია დაიწყო. ერაყის სამთავრობო ძალებმა წინააღმდეგობის გარეშე საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. კერძოდ კი, ქურთისტანის რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ერაყისგან გამოყოფის საკითხს. რეფერენდუმის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 92% -მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობები დაბომბა. ოფიციალური ანკარა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რეფერენდუმს ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)