06:49 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 11:58:25, 591 ნახვა

„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. "მამიკოს გოგო” („Daddy's Girl”) - ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია “სარკე სტუდია“ მუშაობს.


ფილმის რეჟისორია ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი ჯულიარდ რიცარდსი ( Julian Richards), რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“ და ა.შ. ფილმის გადაღებები ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ამ პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად  ფილმის ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი კოსტას მანდილორი (Costas Mandylor) შეასრულებს. 


ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები შეირჩა- კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.


კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და  უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. 

 

(NS)
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics