17:33 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 19:56:17, 1481 ნახვა

პოლიტიკა
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბექა შონიასთვის სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღების მოთხოვნა.

მათი ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიუშენის დისტროფიის მქონე პირმა საკუთარი და მსგავსი დიაგნოზის მქონე პირებისათვის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოიპოვა სამედიცინო მომსახურება და სასიცოცხლოდ აუცილებელი აპარატი, მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში.

"იბრძოლეთ, აუცილებლად გამოგივათ" - ბექა შონია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებადამცველი, 29 ივლისი, 2026 წელი.

ესწუთია თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დროებითი ღონისძიების გამოცემის გზით, დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღების მოთხოვნა.

ბექა შონია 5 წელია ვერ გამოდის სახლიდან, გარემოს მიუწვდომლოიბის გამო ვერ იღებს ვერანაირ სამედიცინო მომსახურებას, ხოლო სუნთქვის აპარატის საყიდლად მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა გაყიდა.

ბექამ სასამართლოს თავის უფლებების დასაცავად 2026 წლის მაისში მიმართა და თავად მონაწილეობდა სასამართლო სხდომებში ონლაინ ჩართვის გზით.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიუშენის დისტროფიის მქონე პირმა საკუთარი და მსგავსი დიაგნოზის მქონე პირებისათვის, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მოიპოვა სამედიცინო მომსახურება და სასიცოცხლოდ აუცილებელი აპარატი, მიმართვიდან 1 თვის განმავლობაში.

აღნიშნული პრეცედენტი საშუალებას მისცემს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ისარგებლოს ანალოგიური მომსახურებით, აგრეთვე სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

PHR- ის ადვოკატები, პარტნიორ ორგანიზაცია Validity Foundation-თან ერთად აგრძელებენ შშმ პირთა თანასწორობისთვის ბრძოლას და სისტემური ცვლილებების განხორციელებას მართლმსაჯულების გამოყენებით.

ბექა შონიას საქმის განხილვა გაგრძელდება მის მიერ განცდილი ზიანის სრულად ანაზღაურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ძირეული ცვლილებების მიღწევამდე, დიუშენის დისტროფიის მქონე ყველა პირის უფლებების დაცვის მიზნით!" - ნათქვამია PHR-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics