|
2026-07-28 12:02:49, 4417 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ საქმიანობით. რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში საელჩო ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად მიიჩნევს და ცენზურის ნებისმიერ ფორმას ეწინააღმდეგება. საელჩოს კომენტარი რადიო თავისუფლების კითხვების პასუხად 28 ივლისს გავრცელდა. გამოცემამ დიპლომატიურ მისიას მას შემდეგ მიმართა, რაც ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. კითხვები ეხებოდა როგორც სანაიას საქმეს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და კომენტარების საფუძველზე დაწყებულ საქმეებს, ასევე საქართველოში სიტყვისა და მედიის თავისუფლების მდგომარეობას. აშშ-ის საელჩოს სპიკერმა წერილობით განაცხადა: „ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად.“ საელჩომ პასუხში ყურადღება პოლიტიკური პლურალიზმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა: „როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.“ ამასთან, საელჩომ პირდაპირ შეაფასა ახლად შექმნილი სტრუქტურის საქმიანობა: „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი.“ ეს არის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში აშშ-ის საელჩოს პირველი საჯარო განცხადება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მოქმედი პრაქტიკა კრიტიკულად არის შეფასებული. განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის „ქართულ ოცნებას“ და მთავრობის წარმომადგენლებს საელჩოს შეფასებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 22 ივლისს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელზეც სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ მიმართა. სანაიას დაპატიმრება უკვე გააკრიტიკეს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)