16:39 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-26 10:37:43, 758 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა, 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, 16 ამფეთქი მოწყობილობა, 1 რევოლვერი, 9 სასიგნალო რაკეტა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ყუმბარმტყორცნის 2 ჭურვი, 2 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics