|
2017-08-07 17:37:47, 2274 ნახვა
საზოგადოება
საბჭო: სახელმწიფო ტენდერით შეძენილი ავტომობილი დროებით სარგებლობაში საბჭოს არამოსამართლე წევრს გადაეცა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება მედია საშუალებებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა - ლევან მურუსიძემ არამიზნობრივად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და 2017 წელს „პირადი კომფორტისათვის" კვლავ შეიძინა ახალი მანქანა. საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს, „ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017 წლის 2 მაისს გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერით #SPA170006364 შეძენილი ავტომობილი(2016 წლის Hyundai Tucson) დროებით სარგებლობაში გადაეცა არა ლევან მურუსიძეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრს“. „საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტური იყო ბოლო ოთხი წლის მანძილზე. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობდა ავტომობილის შეძენის საჭიროება. აქვე, აღვნიშნავთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული მდივანი გიორგი მიქაუტაძე სარგებლობს 2013 წელს შეძენილი ავტომობილით, ხოლო, ლევან მურუსიძეს -აღარ ემსახურება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილი“,-აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)