|
2026-11-27 18:05:03, 227 ნახვა
პოლიტიკა
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, ვრცელი კომენტარი გააკეთა 26 ნოემბერს ბათუმში, თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის ბეერ-შევას "ჰაპოელს" შორის გამართული მატჩის დროს დაპირისპირებისას განვითარებულ მოვლენებზე. როგორც თამაზაშვილი ამბობს, თურქმა კოლეგამ მათი საუბრის ჩანაწერის მხოლოდ ნაწილი გაავრცელა. მისი თქმით, თურქ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ "ბეშქთაშის" ქომაგებს საზღავრზე დაახლოებით ასამდე ბანერი ჩამოართვეს, რომელიც პოროვოკაციული შინაარსის იყო და რაზეც მან მადლობა გადაუხადა. თამაზაშვილმა ასევე უპასუხა პალენტისნის დროშასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მედია წერს, რომ დაპირისპირება ტრიბუნებიდან პალენტისნის დროშის გამოფენის მცდელობას მოჰყვა. როგორც თამაზაშვილი განმარტავს, პირი, რომელმაც "ბეშიქთაშის" ქომაგებს პალენსტინის დროშა ჩამოართვა, თავად თურქული კლუბის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიის თანამშრომელი იყო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, "UEFA-ს წარმომადგენელი იყო, ვინც დროშა ჩამოხსნა?", თამაზაშვილმა უპასუხა: "არა, ეს UEFA-ს წარმომადგენელი არ იყო. UEFA-ს დელეგატი, სხვათა შორის, იმყოფებოდა სტადიონზე მატჩის დროს — ყველა საერთაშორისო მატჩის დროს ტარდება წინასამატჩო თათბირი და ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები. მათ შორის, განხილული იყო ეს საკითხი და UEFA-ს წარმომადგენლების მხრიდან მოთხოვნა იყო, რომ, გარდა თურქეთის, ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებისა, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო. ეს იყო ამ შემთხვევაში დარღვევა და UEFA-ს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს უნდა აეღოთ. ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებისკენ, იყო თურქული "ბეშიქთაშის" მიერ დაქირავებული კერძო კომპანია, რომელსაც ევალებოდა ეს ქმედება".
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
თამაზაშვილი - თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



