18:26 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-27 18:09:27, 260 ნახვა

პოლიტიკა
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები

სპორტული ღონისძიებების ფარგლებში არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები, რაც განსხვავებული მოვლენაა, – ამის შესახებ ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

სულხან თამაზაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „რატომ გათავისუფლდნენ დაკავებულები, როდესაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ინვენტარის დაზიანებისთვის ადამიანები ციხეში არიან, მათ შორის მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია“.

კითხვის საპასუხოდ, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გაარტყა პოლიციას, რაც სხვა მოვლენაა.

„ადმინისტრაციული წესით ყველა დაკავებული გავათავისუფლეთ. ეს არის განსხვავებული მოვლენა, რადგან სპორტული ღონისძიებების ფარგლებში, მე აღვნიშნე, მათ შორის გუშინდელ სატელეფონო საუბარშიც ისმის, არის ასეთი პრაქტიკა, ქომაგებს აქვთ განსაკუთრებული აგრესია და ემოციები. საზოგადოებრივ წესრიგს ყოველთვის იცავს პოლიცია და პოლიციის პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩვენმა ოთხმა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. მოხდა რეაგირება, იქნენ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით, თუმცა მოგვიანებით ისინი გავათავისუფლეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ადმინისტრაციულ წარმოებაზე იქნება შედეგები.

მზია ამაღლობელი სხვა მოვლენაა. ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად, პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, პოლიციას გაარტყა სილა. ის იყო დემონსტრაციული აქტი, პოლიციისთვის სილის გაწვნა და აქ არიან ქომაგები, რომლებსაც, სამწუხაროდ, აქვთ ასეთი არაადეკვატური ქმედებები“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
თამაზაშვილი - თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics