|
2017-08-07 16:26:18, 2274 ნახვა
საზოგადოება
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილეებისთვის სპორტული ღონისძიებები გაიმართა
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სპორტული აქტივობების მიზანს სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების დაახლოება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა. შეჯიბრებები ფრენბურთში, მინიფეხბურთში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაქაჩვაში ჩატარდა. გუნდები სწავლებაში ჩართული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებით იყო დაკომპლექტებული. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ. დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გუნდის კაპიტანის, მაიორ ბესარიონ ღუდუშაურის ხელმძღვანელობით, მჯდომარე ფრენბურთში იასპარეზეს.
(NS)
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)