|
2017-08-06 19:03:10, 2415 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონთა თასი ჩამოიტანა
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს NBA -ს ჩემპიონი გახდა. მისმა გუნდმა "Golden State Warriors" ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში " Cleveland Cavaliers" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დღეს ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონთა თასი, ტრადიციული ტროფი ტურის ფარგლებში, საქართველოში ჩამოიტანა და აეროპორტში გულშემატკივრებს შეხვდა. ტურის განმავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ქართველი კალათბურთელი და ცნობილი ლარი ობრაიენის სახელობის თასი ნახონ და მასთან ფოტოები გადაიღონ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზაზა ფაჩულიას ერთერთი მასპინძელი თიბისი ბანკია. ქართველი კალათბურთელი პროექტების „სტარტაპერის" და „ბიზნესდაჯილდოების" მონაწილეებს შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს. საქართველოში ჩამოსვლა და თასის ჩამოტანა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონობის მოპოვებისთანავე გადაწყვიტა. მან თამაშის შემდეგ გულშემატკივარს Facebook live-ის მეშვეობით მიმართა და თავისი ემოციები გამოხატა: "სიტყვები არ მყოფნის, ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეა. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი ქვეყანა წარმედგინა. გილოცავთ ყველას, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედექით. რთული სეზონი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ, ამას ყოველთვის ვიტყვი. საქართველოში თასი და ბეჭედი ჩამოვა!"
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)