|
2017-08-03 13:44:29, 1929 ნახვა
საზოგადოება
ბეთლემის ქუჩაზე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
კალაუბანში, ბეთლემის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი თბილისის განვითარების ფონდის მიერ, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა. მათივე ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. დავით ნარმანიას თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულებულია და ბეთლემის N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს. „თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ გადარჩა ნგრევის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მეორე მხრივ 13 ოჯახის პრობლემა მოგვარდა. დღეს მათ აქვთ დასრულებული სახლი ყველანაირი კომუნიკაციით. ახლა თვითონ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს შიდა რემონტი. ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე დავასრულეთ და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება შესრულებულია,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ხანძრისგან დაზიანებული ორსართულიანი სახლის დემონტაჟი 2014 წლის ზაფხულში განხორციელდა. შემდგომ ეტაპზე, შენობის ისტორიული სახის აღსადგენად, მომზადდა პროექტი, რომლის შესაბამისად 2015 წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაზიანებული შენობა, კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ახლიდან აშენდა, შენობის ფასადის მშენებლობისას ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პრინციპების დაცვით, გამოყენებულ იქნა ავთენტური მასალები, მობინადრეთა სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, შეიცვალა შენობის ინტერიერის ძველი გეგმარება, მოეწყო სამზარეულო და სანიტარული დანიშნულების ინდივიდუალური ფართები, აღდგა და ქვით მოპირკეთდა თუმანიანსა და ბეთლემის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გზა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, როგორც შენობის და ეზოს ფარგლებში მოქცეულ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებს, ასევე, მაგისტრალურ ქსელებამდე მიმყვან ტრასებს, კეთილმოეწყო და გაიხსნა დროებით ჩაკეტილი საავტომობილო გზის მონაკვეთი, საცხოვრებელი სახლის ეზო ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული ღობით შემოიზღუდა და იზოლირდა ქუჩისგან, გამწვანდა ეზოს ტერიტორია და მოეწყო სკვერი. ბეთლემის ქუჩა N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი, რომლებიც სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში, დროებით ქირით იყვნენ გაყვანილნი, ახალ, კეთილმოწყობილ სახლებს დაუბრუნდებიან. საერთო ჯამში, კალაუბანში, ბოლო 3 წლის მანძილზე, თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე, 4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამშენებლო - სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. (NS)
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)