|
2017-08-03 10:58:49, 2689 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის შეფასებით, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი წართმეული რეგიონების დაკანონების მცდელობას ემსახურება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების მიერ დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. კვირიკაშვილის თქმით, განცხადებები, რომლებიც რუსული მხარისგან კეთდება, „ემსახურება საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობას“. პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რუსეთთან მშვიდობიანი გზით დაარეგულირონ კონფლიქტი, შეარიგონ ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა და გააერთიანონ ქვეყანა. „მინდა, აღვნიშნო, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით. განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი და ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს და მე პირადად, ეჭვი არ მეპარება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)