|
2026-11-02 20:47:41, 5836 ნახვა
სამართალი
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ქრთამის აღების შესახებ ბრალის აღიარების მიზნით მასზე ფსიქიკური და მორალური ზეწოლა ხორციელდებოდა. ბარათაშვილი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყონ. „მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. ეს წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის, რასაკვირველია, დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება კონკრეტული პირის მიმართ და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულში, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. ადვოკატმა ასევე გააკრიტიკა სასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, ეს საზოგადოებისთვის საქმის დეტალების დამალვას ემსახურება. ბარათაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიზებულია, ბრალდება კი დაუსაბუთებელი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)