|
2017-08-02 12:51:22, 2118 ნახვა
პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო მმართველ პარტიას და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მმართველ პარტიას და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიაში აცხადებენ, ვენეციის კომისიის წინადადება ხელისუფლებაზე ზეწოლის სერიოზული შანსია, რათა მე-2 მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა შეჩერდეს და კონსტიტუციური რეფორმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს. „ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს ვიზიტის შემდეგ, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ხისტმა განცხადებებმა დიალოგის დაწყების პერსპექტივა ჩიხში შეიყვანა. სახელდობრ, მმართველი პარტიის ერთი ჯგუფი მიუთითებდა, რომ დიალოგის ფორმატში შეიძლება განხილულიყო მხოლოდ III მოსმენისთვის განკუთვნილი ტექნიკური და რედაქციული საკითხები, რაც რეალურად ამგვარ კოსნულტაციებს ყოველგვარ აზრს უკარგავდა. 25 ივლისს ვენეციის კომისიაში გაიგზავნა 9 არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის მიმართვა („თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „თავისუფლება“, „ეროვნული ფორუმი“, „ახალი საქართველო“, „ტრადიციონალისტები“, „ვეტერანთა პარტია“). არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვენეციის კომისიას გააცნო კონსტიტუციური რეფორმის პროცესში შექმნილი ვითარება და მიმართა წინადადებით, სწორედ ვენეციის კომისიას ეკისრა შუამავლობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესში. 31 ივლისს 9 არასაპარლამენტო პარტიამ მიიღო პასუხი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის - ჯანი ბუკიკიოს ხელმოწერით, რომელის მიხედვითაც, ვენეციის კომისია მზად არის გაუწიოს ორგანიზება საქართველოს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრას 6 სექტემბერს, სტრასბურგში. როგორც წერილშია აღნიშნული, მას ამ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის წინადადება არის სერიოზული შანსი ხელისუფლებაზე ზეწოლისა, რათა შეჩერდეს მე-2 მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები კონსტიტუციური რეფორმის უკლებლივ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მ.შ: საარჩევნო სისტემა, ბლოკების რეგისტრაცია, საარჩევნო ბარიერი, პრეზიდენტის არჩევის წესი და სხვ. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი არ შეუერთდა ამ მიმართვას, რომლებმაც კონსტიტუციურ რეფორმაზე კონსულტაციების წარმოება და კომპრომისის ძიება ამ ეტაპზე მიუღებლად მიიჩნიეს. 9 ოპოზიციური პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მომზადდეს 6 სექტემბრის შეხვედრის დღის წესრიგი და ფორმატი“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)