|
2018-06-19 17:11:18, 2507 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი: უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ შრომას განვაგრძობთ
“უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად ყოველდღიურ შრომას განვაგრძობთ”, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ჩვენ ყოველდღიური შრომა გვიწევს და მომავალშიც გავწევთ იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი ჩვენს მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ. მესამე თაობის ბიომეტრიული პასპორტი შემოვიღეთ ჩვენ ორი წლის წინ. მეოთხე თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს. უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით ბრძოლა მათ შორის საკანონდებლო დონეზე მიმდინარეობს და თქვენს წინაშეა პროცედურული გამკაცრების პაკეტი და მიხარია, რომ დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება. გვარის შესახებ პროცედურების გამკაცრებისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა, რადგან ამან ჩვენ უვიზო რეჟიმის შენარჩუნების საკითხში საქმე გაგვიადვილა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა
(NS)
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)