|
2017-08-01 15:55:04, 2204 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რუსეთი შეეჩერებინა
„მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდი-გვერდ დგანან ქართულ მიწაზე. თქვენ, თანამებრძოლები, გვერდი-გვერდ დგახართ ჩვენი ღირსების, უსაფრთხოების, თავისუფლებისათვის. ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საერთო კეთილდღეობისათვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში განაცხადა, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების „ ღირსეული პარტნიორი“ მონაწილე სამხედროებთან შესახვედრად მივიდა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია იმიტომ, რომ ქვეყანას სურს დამოუკიდებელი თავისუფალი სახელმწიფო გახდეს. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი, რუსეთი შეეჩერებინა: „ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელსაც დიდი ბრძოლები უწარმოებია თავისუფლებისთვის. საუკუნეების განმავლობაში არ დაგვიკარგავს იმედი და უდიდეს იმპერიებს გავუძელით. თავისუფლება საქართველოს უდიდესი ღირებულებაა ისევე როგორც ამერიკისთვის. სწრაფვა თავისუფლებისთვის აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები გახლავართ, რომელთაც ერთიანი ღირებულებები და ერთიანი მიზნები ამოძრავებთ. ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორად, მინიჭებული აქვთ სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლებები. ამ სულისკვეთებით შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები. მსგავსი სულისკვეთებით საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას. ამ გზაზე ამერიკის დახმარება გადამწყვეტ მნიშვნელობას იღებს. ჩვენ საერთო მიზნები, საერთო გმირებიც კი გაგვაჩნია, როგორიც არის ჯორჯ ბალანჩინი, ალექსანდრე ქართველი და გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი. მაგრამ, ჩვენი ღირებულებები, ცხოვრების ნირი გამოწვევების წინაშე დგას. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით, აღმართულია მავთულხლართები, რომელიც ხელს უშლის თანამემამულეების თავისუფალ მოძრაობას. ადამიანებს დევნიან მხოლოდ ქართველობისთვის. ტერიტორიების 20% ოკუპირებულია იმიტომ, რომ საქართველოს სურს გახდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთი შეეჩერებინა, არ მოქცეულიყო საქართველოში ისე, როგორც თავის საკუთარ მიწაზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამციროთ კონფრონტაციის პარადიგმის ზეგავლენა და ტერიტორიების დაყოფა ქვეყნების ინტერესების შეუსაბამოდ. საქართველოს გახლავთ დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს გახლავთ ისტორიული, ძველი ფუნქცია ჩემი ქვეყნის“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)