|
2017-07-31 21:06:04, 2311 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის ფერებში განათდა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით, ევროპის მოედანი საქართველოსა და აშშ-ის ფერებში განათდა. მაიკ პენსი (Vice President Mike Pence) საქართველოს ცოტა ხნის წინ ეწვია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, კარენ პენსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ცინაძე დახვდნენ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლეს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფება. ვიზიტი ხორციელდება მაიკ პენსის პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)