|
2017-07-31 19:06:43, 3439 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პენსი საქართველოშია
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მაიკ პენსს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა. დღესვე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)