|
2017-07-31 13:23:57, 2371 ნახვა
საზოგადოება
„მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ახალი პროექტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მასწავლებლებისათვის ესეების კონკურსი - "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" ჩატარდება. პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც საგანმანათლებლო პორტალი EDU.ARIS.GE განახორციელებს, დღეს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის მონაწილეობით გაიმართა. ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმითა და შემუშავებული ცვლილებებით მასწავლებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და დაინტერესებაა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წელს ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით კონსტიტუციის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. წელს, კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის დღის აღნიშვნას, რადგან სწორედ წელს მიმდინარეობდა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმა. "მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის დღე აღინიშნოს უფრო ფართო ჩართულობით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა საინტერესო ინიციატივა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან შემოდიოდა პრეზიდენტთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტებისთვის.სწორედ ასეთია პროექტი "მასწავლებლები კონსტიტუციაზე", საკმაოდ საინტერესო ინიციატივა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო საკითხებზე დისკუსია საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით განსაკუთრებით ღირებულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ და ყოფილ მასწავლებელს, ასევე, სკოლების დირექციის წარმომადგენლებს. კონკურსანტების ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს საქართველოს მასშტაბით რაიონების მიხედვით გამოავლენს. გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლომდე გამოცხადდება და კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)