|
2017-07-28 21:06:04, 2732 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეთიკის მიღმა განცხადებების მთავარი შემკვეთი პრეზიდენტია
„პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის არის მთავარი შემკვეთი იმ ეთიკის მიღმა განცხადებების, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან კეთდება“,-ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას. მდინარაძე უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს ნუ წამოეგებიან პროვოკაციულ განცხადებებს. „ პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის არის მთავარი შემკვეთი და წამახალისებელი იმ ეთიკის მიღმა განცხადებების, რომლებიც მისი ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო დროს კეთდება. ჩვენი გუნდის, უმრავლესობის წევრებს ვთხოვ და მოვუწოდებ, ნუ წამოეგებიან ამ პროვოკაციულ განცხადებებს და შევწყვიტოთ ეს უსარგებლო პოლემიკა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამით საზრდოობს და ეს მათთვის არის საშუალება გამუდმებით იყვნენ ყურადღების ცენტრში“, -აღნიშნა მდინარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისი საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის გამოსვლასთან დაკავშირებით, უმრავლესობას პასუხობს. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას ეამაყება ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან სამშობლოს ემსახუროს. როგორც გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა ახალი არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)