|
2018-06-24 17:10:36, 2834 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის პროექტის მონაწილეები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის - „ბანაკი პოლიციაში“ ფარგლებში, როგორც რეგიონის, ასევე, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მე-9 კლასის 30 მოსწავლეს უმასპინძლა. შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მოსწავლეები და 6 სამართალდამცველი, რომლებიც სკოლებთან „სამართლებრივი კულტურის“ სასწავლო კურსის ფარგლებში თანამშრომლობენ, საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვივნენ. პროექტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში სტუმრები ჩართული იყვნენ სხვადასხვა პრაქტიკულ და თეორიულ აქტივობაში. ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის პოლიციის მუშაობის სპეციფიკის, სამართალდამცველების უფლება-მოვალეობების, მათი ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, ასევე, საზოგადოების პოლიციასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.
(NS)
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)