|
2017-07-27 14:27:21, 3174 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ექს პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „ინტერფაქსს“ დაუდასტურა, რომ პოროშენკომ რეკომენდაციის საფუძველზე, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საიტზე არ გამოქვეყნდება, გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია. პოროშენკოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საიმიგრაციო სამსახურმა წარადგინა სარწმუნო ფაქტები მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას, არასაიმედო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და პრეზიდენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ურჩია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)