|
2017-07-27 13:38:28, 2276 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ქვესადგურ „მარნეული-220“-ში, 220/110 კვ-იანი კავშირისა და ტრანზიტული ქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დამატებითი,125 მვა ავტოტრანსფორმატორის სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. ქვესადგური „მარნეული-220“ სასისტემო მნიშვნელობის ქვესადგურია, რომელიც ჩართულია ერთიან გადამცემ ქსელში და ასევე პასუხისმგებელია ქვემო ქართლის რეგიონის ენერგომომარაგებაზე. ქვემო ქართლი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი რეგიონია, მათ შორის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის დარგში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ენერგომომარაგების სტაბილურობის გაზრდა. ახალი ავტოტრანსფორმატორის მონტაჟამდე ქვესადგურში მხოლოდ ერთი ავტოტრანსფორმატორი ფუნქციონირებდა, რომლის შეკეთება მისი გამორთვის და, შესაბამისად, მომხმარებლის შეზღუდვის გარეშე ვერ ხდებოდა. დამატებითი ავტოტრანსფორმატორის მონტაჟის შედეგად კი აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება გადამცემი ქსელის სტაბილურობა, შემცირდება ქსელის ენერგიის გადაცემის რისკები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ელექტროენერგიის ხარისხი.
(NS)
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)