|
2017-07-27 11:50:27, 2104 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და სამგორის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, მოხდება ძველი ასფალტის დემონტაჟი და დაიგება ახალი, ორფენიანი საფარი. ,,ეს გზა ძალიან დაზიანებული იყო და კეთდება კაპიტალურად. იგება ასფალტის ორი ფენა. სამუშაოები ძირითადად ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა დღისით ხელი არ შევუშალოთ საგზაო მოძრაობას. ზაფხულის პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ გზის აღსადგენად”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
(NS)
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)