13:51 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:41:16, 2423 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელს, ჟერომ ლეროს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის სასწავლო პროექტის, ასევე, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სატრენინგო პროგრამის შემუშავება-განახლების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავების საკითხებიც განიხილეს.

როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, არჩევნების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საარჩევნო ადმინისტრაციასთან აქტიურად თანამშრომლობს. „საარჩევნო პერიოდში უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics