18:55 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:30:00, 2200 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი თვითმმართველობის არჩევნებზე ვის მისცემს ხმას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს   ვის მისცემს ხმას.

35% კი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას.

NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას   საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
თამაზაშვილი - პირი, რომელმაც დროშის აღებისკენ მოუწოდა, "ბეშიქთაშის" დაქირავებული იყო
თამაზაშვილი - თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics