|
2017-07-27 11:29:22, 2508 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ს კვლევით, თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგში კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, თბილისის მერობის რეიტინგში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ალეკო ელისაშვილი- 19%, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 18% აცხადებს რომ ზაალ უდუმაშვილს მისცემდა ხმას, 5%-ელენე ხოშტარიას. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)