|
2018-04-16 18:35:33, 2546 ნახვა
სამართალი
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების მედპერსონალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადამზადდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის 27 თანამშრომელს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წლის 13-16 აპრილს თელავში, სასტუმრო „შატო მერეში“ ტრენინგი უტარდება. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ევროპის საბჭოს მიერ არის ორგანიზებული. ტრენინგის მონაწილეები იზოლატორებში თვითდაზიანების პრევენციის საკითხებს ეცნობიან და იზოლატორში მოთავსებული პირის დაზიანებების სტამბოლის ოქმის მიხედვით დოკუმენტირებას შეისწავლიან. ტრენინგის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში დანერგილი სტანდარტების თანხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან. სწავლება ევროპის საბჭოს პროექტის - „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 18 თვე გაგრძელდება. იგი წარმოადგენს 2013 წელს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ დაწყებული პროექტის მესამე ფაზას. პირველი ორი ფაზის ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რომლებიც მოიცავდა იზოლატორების მოსამსახურეებისა და სამედიცინო პერსონალის რამდენიმე ეტაპად გადამზადებას, ასევე, სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სასწავლო ვიზირების განხორციელებას, სასწავლო ფილმების გადაღებას და სხვა აქტივობებს. მიმდინარე პროექტის (მესამე ფაზის) ფარგლებშიც, იზოლატორების მხარდასაჭერად კიდევ რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი, კერძოდ, ყველა იზოლატორის ექიმების გადამზადება, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფსიქოლოგებისათვის ტრენერთა ტრენინგის ორგანიზება და სასწავლო ვიზიტი.
(NS)
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)