|
2017-07-26 18:55:52, 2604 ნახვა
პოლიტიკა
დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა და ქვეყანაში შესვლა აეკრძალა
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამასთან, როგორც საყვარელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაც აეკრძალა. „პოროშენკო მსოფლიო დიქტატურისკენ მიისწრაფვის: მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და უკრაინაში შესვლა აუკრძალა, შეშინებულია. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე ვრცელი კომენტარები ზედმეტია. ნათელია, რომ უკრაინამ მიიღო მომდევნო იანუკოვიჩი, ოღონდ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე“,-წერს დავით საყვარელიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)