|
2017-07-26 18:00:48, 2102 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, ვარკეთილის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელი უკვე შეიცვალა. წყალარინების ქსელის სარემონტო სამუშაოები კი წლის ბოლომდე დასრულდება. შოთა რუსთაველის ქუჩის N4, N6, N8, N10, N12 და მეგობრობის ქუჩის N1 კორპუსებისთვის ამ ეტაპზე უკვე მოეწყო ახალი საკანალიზაციო ქსელი . 2017 წლის ბოლომდე მეგობრობის და რუსთაველის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაა დაგეგმილი, რის შემდეგაც ქუჩების სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება. მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, ინფრასტრუქტურის სამსახურის, მუნიციპალიტეტის და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამასთან, გიორგი ბაგრატიონი ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილი პროექტი განიხილა.
(NS)
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები - ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საჩუქრები
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები - მარტივი ყოველდღიური საბანკო მომსახურება
EPRC: ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)