|
2017-07-26 13:05:21, 2460 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გაზიარებისაკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნათა პაკეტს წარუდგენს. როგორც ანა დოლიძემ სხდომის დაწყების წინ განაცხადა, პრეზიდენტის ყველა ვეტო აქამდე გამიზნული იყო კონსტიტუციური წესრიგის დემოკრატიული წყობილების დასაცავად და ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ამას განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებოდა, პარლამენტიდან შემოსული კანონებით პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებდა კანონებს პარლამენტს. ამ შემთხვევაშიც, ანა დოლიძის განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიზანია, საქართველოს პარლამენტს და მოსახლეობას გააგებინოს ის უარყოფითი შედეგები, რომელსაც თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებები მოიტანს. "ამ შედეგს ჩვენ დავინახავთ უახლოეს მომავალში და ვეტო ერთერთი საშუალებაა რისი მეშვეობითაც პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს პარლამენტს, რომ არ მიიღოს ეს ცვლილებები, რომელიც მას დაგეგმილი აქვს",- აღნიშნა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)