|
2017-07-26 10:22:02, 2282 ნახვა
საზოგადოება
თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ჭანტურიას ქუჩაზე - თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „შესაბამისად, რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩის ნაცვლად, ფურცელაძის ქუჩაზე ჩაუხვევენ, ხოლო ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106 და N112 თავისუფლების მოედნიდან სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ, კონკასთან მობრუნდებიან, შეუხვევენ ორბელიანის მოედანზე, გაივლიან ვეკუასა და ფხოვის ქუჩებს და მოძრაობას დადგენილ გაჩერებებზე დაასრულებენ. ავტობუსები: N20 და N23 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ათონელის ქუჩაზე მობრუნდებიან და სვლას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)