|
2017-07-26 09:56:48, 2518 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება
პრეზიდენტმა 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის შესახებ პარლამენტის თხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე. მოგეხსენებათ, სხვა საკითხებთან ერთად, სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გაითვალისწინოს თვითმმართველობის მნიშვნელობა, ნუ შეაფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)