|
2017-07-25 16:51:04, 2187 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზაში“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა
15 ივლისიდან „საქართველოს რკინიგზაში“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. საქართველოს რკინიგზა პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც მსგავსი სისტემა დანერგა. ეს სიახლე ადგილობრივ გადამზიდავებს სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში წარმოების შესაძლებლობას აძლევს. რკინიგზის კლიენტები ე.წ. ,,ერთი ფანჯრის პრინციპით,“ ნებისმიერი ადგილიდან განაცხადის გაკეთებას და ყველა საჭირო საბუთის ელექტრონულ ფორმატში წარმოებას შეძლებენ. ასევე, გადამზიდავებს ოფისიდან გაუსვლელად, გადაზიდვის დოკუმენტის გადმოგზავნა და ხელმოწერის შესაძლებლობა ეძლევათ. გადაზიდვაზე თანხმობას შესაბამისი სადგურიც ელექტრონულად ადასტურებს. სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში წარმოების სისტემა პროცესის გამჭვირვალეობის, ონლაინ რეჟიმში კლიენტის ინფორმირებულობის, საიმედოობისა და საჭიროების შემთხვევაში, მათზე წვდომის მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის შექმნაზე საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური დეპარტამენტები და საქართველოს რკინიგზის ფილიალი WBS (World Business Solutions) 8 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ახალი სერვისის დანერგვას ტვირთმფლობელები, ექსპედიტორები და სატვირთო გადაზიდვის პროცესებთან დაკავშირებული პირები დადებითად აფასებენ. საქართველოს რკინიგზა სისტემატურად მუშაობს სერვისების განვითარების საკითხებზე და მის კლიენტებს კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს.
(R)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)