|
2017-07-25 16:01:20, 2421 ნახვა
სამართალი
საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში სამკაციანი სიის წარსადგენად, კონკურსი მესამედ გამოცხადდება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წარსადგენად, ქვეყნის შიგნით კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ ლადო ჭანტურია სტრასბურგის მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნია, რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატურას, შოთა გეწაძეს და სოფიო ჯაფარიძეს, ახალი წესების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ გეწაძე არის ახალგაზრდა და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ხოლო სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, თუმცა მასშტაბი და ხანგრძლივობა ხანმოკლეა. „ვინაიდან კანდიდატთა სია 3 პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი კანდიდატის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება, ხოლო ლადო ჭანტურია სტრასბურგის ორგანოების წინაშე წარმატებულად შეფასებულ კონკურსანტად დარჩება. ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შემოტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)