|
2017-07-25 16:32:13, 2363 ნახვა
საზოგადოება
ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა
მიმდინარე წლის 24 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. უწყების ცნობით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 2,603 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს. ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (4%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. ამჟამად, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს. (NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)