|
2017-07-25 13:49:51, 2582 ნახვა
სამართალი
ოთარ კახიძე ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე, შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვის მიზნით დაიბარეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, კახიძე სამმართველოში 15:00 საათზეა დაბარებული. სამინისტროს ცნობით, ძველი თბილისის სამმართველოში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 174-ე პრიმა მუხლისა და 239-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად. „გამოკითხვის შემდეგ შედგება ოქმი რომელიც სასამართლოში იქნება წარდგენილი და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადეს შსს-ში. შეგახსენებთ, 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ აქცია მიმდინარეობდა, დეპუტატი ოთარ კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, იგი ლეგალურად ფლობს „გლოკ 19“ ტიპის პისტოლეტს და როგორც პარლამენტის წევრს, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)