|
2017-07-24 17:04:32, 2664 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას და გმობს 2017 წლის 24 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაჯგუფება „თალიბანის" მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოებისა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევას მიმართულს ქვეყანაში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრისა და უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და იმედოვნებს, რომ ავღანელი ხალხი შეძლებს გამოწვევების დაძლევას სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)