|
2017-07-24 16:49:40, 2013 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი აღმაშენებლის გამზირზე გამართული აქციების დროს პოლიციის მუშაობას დადებითად აფასებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკვირდებოდა 23 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პარტია ევროპული საქართველოს მიერ გამართულ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო მსვლელობას, პარალელურად კი, ჩატარდა კონტრაქცია, რომელიც თავდაპირველად „ქართული მარშის“ ორგანიზატორებმა დაგეგმეს, მოგვიანებით – გააუქმეს, თუმცა მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა მაინც შეიკრიბა. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პოლიციის მუშაობას. „აღსანიშნავია, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცავთა კორდონი იდგა, რამაც ხელი შეუწყო მანიფესტაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და რისკები მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა, მიღებული ზომების მიუხედავად, მაინც ჰქონდა ადგილი ცალკეულ ინციდენტებს. დაფიქსირდა კონტრდემონსტრანტების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ სხვადასხვა საგნების – წყლის ბოთლების, კვერცხებისა და ცოცხების სროლის, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, საგნების სროლას რამდენიმე ადამიანის დაშავებაც მოჰყვა. მოქალაქის დაშავების ფაქტზე შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო“,-ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ თითოეულ ამ ინციდენტზე და გამოიყენონ პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები ყველა კანონდამრღვევი პირის მიმართ. „სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესს თვალყურს მიადევნებს“,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)