14:27 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 14:34:28, 2337 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე: პატრიარქის მეოხებით საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა

„პატრიარქის მეოხებითა და კურთხებით საქართველოში უამრავი საშვილიშვილოს საქმე გაკეთდა“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სნოში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პატრიარქის მიმართ დიდი სიყვარულიდან გამომდინარე სნო  ქართველებისთვის წმინდა ადგილად იქცა.

„მინდა მოგილოცოთ დღეს სნოში სასტუმროს გახსნა. როგორც პრემიერმა ბრძანა, ამას აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა. კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ ძალიან დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, სნო იქცა ქართველებისთვის წმინდა ადგილად. ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს ამ ადგილზე ასეთი მნიშვნელოვანი საქმის მოწმე ვართ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ  ილია მეორეს  მადლობა გადაუხადა და  დასძინა, რომ მას  სამშობლოს და ერის გაძლიერებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics