|
2017-07-22 13:47:37, 2481 ნახვა
საზოგადოება
თემქაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა
თემქაზე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ურეკის ქუჩაზე მდებარე N113-ე ბაღი სექტებერში გაიხსნება. აღსაზრდელებს იქ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდებათ. დასრულებული ბაღის შენობა და კეთილმოწყობილი შიდა ეზო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელძღვანელთან თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ N133-ე საბავშვო ბაღი ძველი, დახურული ბაღის ადგილას აშენდა. ათჯგუფიანი ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს, დასაქმდება 75-მდე ადამიანი. შენობა არის საერთაშორისო სტანდარტების და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. „ეს არის მორიგი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ. ბაღი აღიჭურვება და მიიღებს აღსაზრდელებს. ამ უბანს არცერთი საბავშვო ბაღი არ ემსახურებოდა, რადგან ბაღის ძველ შენობაში დევნილები არიან განთავსებულები და ისინი იქ რჩებიან. ჩვენ გავმიჯნეთ ტერიტორია და ავაშენეთ ახალი საბვშვო ბაღი, რომელიც არის გაცილებით უფო თანამედროვე, კომფორტული, ყველა იმ საჭიროებაზე მორგებული, რომელსაც დღეს მოქმედი ნორმები უყენებს ახალ საბავშვო ბაღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. N113-ე ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ ხუთი ახალი ბაღიდან, რომელიც 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)