|
2017-07-22 12:28:43, 2379 ნახვა
საზოგადოება
გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზაციის კონკურსის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა
თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულები გამოავლინა. დედაქალაქის მთავრობა უახლოეს სხდომაზე აუქციონის თარიღს გამოაცხადებს, სადაც მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები – „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ მიიღებენ მონაწილეობას. მერიის ინფორმაციით, კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის დანერგვა. ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვის, ბილეთის შეძენის ფუნქციებით. ამავდროულად, ბილეთის ნაღდი ფულით ყიდვა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, შპს „სატრანსპორტო კომპანია“ მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს. დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს ხანში თბილისელებს მგზავრობის საფასურის გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ. ეს კი, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)