|
2017-07-21 15:06:45, 2195 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღების ექთნებმა გადამზადების კურსი გაიარეს
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა ექთნებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ სწავლება ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ჩატარდა, სადაც ექთნებს მიეწოდათ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მასალა. ტრენინგი შეეხებოდა პირველად სამედიცინო დახმარებას გულის გაჩერების, სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობის, გულის წასვლის, სისხლდენის, კრუნჩხვის, ანაფილაქსიის, ტრავმების და სხვა ხშირი სამედიცინო მდგომარეობების დროს. მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე მედიცინაში აპრობირებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც უნდა მიმართონ დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გახდება ხელმისაწვდომი. გადამზადებულ ექთნებს სწავლების დამადასტურებელი სერთიფიკატები ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გადასცეს. სააგენტოს ხელმძღვანელმა ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბაღებში დასაქმებული ექთნები აქამდე არასდროს გადამზადებულან, კადრების კვალიფიკაციის ამაღლება კი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასწავლო კურსი ეფუძნებოდა თანამედროვე, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პროტოკოლებს. ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა ირინა წირქვაძემ, რომელიც კომპანია „ევექსის“ ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობს და ამავდროულად, არის ამერიკის გულის ასოციაციის და ამერიკის ქირურგთა კოლეჯის სერთიფიცირებული ტრენერი.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)