13:29 - 12 Aug, 2026
|
2017-07-21 13:41:40, 2490 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე 23 ივლისს აქცია „არა რუსულ ფაშიზმს“ გაიმართება
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მორიგი აქცია გაიმართება. აქციას „არა რუსულ ფაშიზმს“ 23 ივლისს, პარტია „ევროპული საქართველო“ გამართავს. როგორც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია აცხადებს, აქციის მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ საქართველო სიძულვილის და ძალადობის ქვეყანა არ არის. „აქციის მთელი არსი არის არა იმ პატარა მარგინალურ ჯგუფთან ჯიბრი, არამედ ჩვენება ყველასთვის, რომ საქართველო არ არის სიძულვილის და ძალადობის ქვეყანა. ჩვენება ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში ასეთი ძალადობრივი გზით ადამიანების ურთიერთობას“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე შეიკრიბებიან. მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყება.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)