|
2017-07-21 13:14:32, 2013 ნახვა
საზოგადოება
ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა ფართოვდება
ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა ფართოვდება. 10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება. აღნიშნულის შესახებ მემორანდუმი დღეს გაფორმდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სმენის სკრინინგის 5 აპარატი საქველმოქმედო ფონდმა „აი-იამ“, 5 კი - ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა გადასცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სმენის სკრინინგის დაფარვა 65%-მდე გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სმენადაქვეითებულთათვის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. „ამ დრომდე სმენის სკრინინგის აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4 კლინიკას ჰქონდა. ის აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა. მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა. ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროექტის გაფართოების შედეგად, აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა იქნება აღჭურვილი. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებაშივე იქნება შესაძლებელი. 2018 წლის ბოლოსთვის, სმენის სკრინინგის მოცვა 100%-იან ნიშნულს მიაღწევს. ამ ცვლილებით, საქართველო მსოფლიოს იმ 15 განვითარებულ ქვეყანას შეუერთდება, სადაც ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგი ხორციელდება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. მათივე ცნობით, სმენის დარღვევების დროული დიაგნოსტირება ხელს დროულ მკურნალობას უწყობს, რაც საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვების სრულ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)