13:29 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 11:39:09, 2185 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯიშთა გამოცდის სადგური დაათვალიერეს

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ჩხეიძემ და იური ნოზაძემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ჯიშთა გამოცდის სადგური დაათვალიერეს.  

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სადგური ერთ-ერთია  ჯიშთა გამოცდის იმ 10 ცენტრიდან, რომლებსაც „მარცვლეულის ლოგისტიკური კომპანია” საქართველოს მასშტაბით ფლობს. 

ახალქალაქში ჯიშთა გამოცდის სადემონსტრაციო ნაკვეთი 144 ჰა ფართობზეა განთავსებული, სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა ჯიშთა გამოცდა და თესლის გამოყვანა/წარმოება ხორციელდება. 
რაც შეეხება ხორბლისა და სოიოს სადემონსტრაციო ნაკვეთებს, აქ ჯიშთა 3 წლიანი გამოცდა წარმატებით დასრულდა. 

აღნიშნული ჯიშებით, საქართველოს მასშტაბით, 1 ჰექტარზე, საშუალოდ, შესაძლებელია მინიმუმ 5 ტონა სოიო და 4 ტონა ხორბლის მოყვანა. 

მარცვლეულის ლოგისტიკურმა კომპანიამ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ჯიშთა გამოცდა 4 წლის წინ დაიწყო და, დღეის მდგომარეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 3 000 ჰა-ის უზრუნველსაყოფად აქვს გაცემული სათესლე მასალა. 

აღსანიშნავია, რომ სადემონსტრაციო ნაკვეთის წყლით მომარაგება  შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ახალქალაქის რაიონში განხორციელებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ალმალოს სატუმბი სადგურის სრული აღდგენა, შედეგად წყალუზრუნველყოფილი იქნა 1 400 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. 
სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება,  ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. 

ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics