|
2017-07-20 16:13:36, 2173 ნახვა
საზოგადოება
სტეფანწმინდაში მობილური ექსტენცია იმყოფებოდა
სტეფანწმინდაში, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერებს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოვლა-მოყვანის, ჯიშიანი მაღალპროდუქტიული პირუტყვის მოვლა-პატრონობის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ პრობლემებს და კონსულტაციები გაუწიეს. ცნობისთვის, პროექტი „მობილური ექსტენცია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მე-2 წელია ხორციელდება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა ამ დროის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი შემოიარეს და ათასობით ფერმერეს გაუწიეს დახმარება. (NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)