|
2017-07-18 19:00:56, 2221 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ერთი თვის ანგარიში შეაჯამა
დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბში გამართულ შეხვედრაზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთი თვის ანგარიში შეაჯამა. შეხვედრაზე ნარმანიამ შესაბამისი კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს კომუნიკაციებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. „შევაჯამეთ პირველი ერთი თვე, რომლის ფარგლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულდა. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს კომუნიკაციებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის პირველი ფენის დასაგებად, რომლის შემდეგაც გადავდივართ მარცხენა მხარეს. მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული და სამი-ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იყო გამოცვლილი, სრულად აღდგენილია. ეს კი ერთგვარი გარანტიაა იმის, რომ გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მყარად. მოსახლეობა გაგებით ეკიდება 24 საათის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებს, რისთვისაც მათ და მძღოლებს, რომლებიც ერიდებიან ამ მიმართულებით გადაადგილებას, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, პეკინის ქუჩის სხვადასხვა სარეაბილიტაციო უბანზე მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა GWP-ს მაგისტრალურ მილსადენებს. ამ დროისთვის პეკინის ქუჩაზე შეცვლილი და აშენებულია 35 ცალი ახალი წყალმიმღები ჭა და შესაბამისი დაერთებები ცენტრალურ კოლექტორთან. ცენტრალურ კოლექტორზე შეიცვალა 5 სათვალთვალო ჭა. ამასთან, სარეაბილიტაციო ტერიტორიის 90%-ზე დასრულებულია ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი. პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდეს. რეაბილიტაციის პროცესის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან ხორციელდება. რეაბილიტაციის პირველი თვის განმავლობაში სამუშაოები დამკვეთთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით და ვადების ზუსტი დაცვით ჩატარდა. (NS)
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)